გუსტავო პეტრო – სილია ფლორესის ბრალდება მადუროს ცოლობაა, როდიდან იწყებენ აშშ-ში დანაშაულის პასუხისმგებლობის კოლექტივიზაციას? ეს იყო ჰიტლერის თეზისი ებრაელებისა და სოციალისტების წინააღმდეგ
კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაკავებას „ბარბაროსობას“ უწოდებს.
გუსტავო პეტრო საზოგადოებას ნიკოლს მადუროს მეუღლის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„რადგან სილია ფლორესის საქმეს გატაცებას ვერ ვუწოდებთ, მისი ბრალდება მადუროს ცოლობაა – რა სახის ბარბაროსობაა ეს? როდიდან იწყებენ აშშ-ში დანაშაულში პასუხისმგებლობის კოლექტივიზაციას? ეს იყო ჰიტლერის იურიდიული თეზისი ებრაელების, სოციალისტებისა და საბჭოთა ხალხის წინააღმდეგ. სად არიან მსოფლიოს ფემინისტური მოძრაობები ახლა?“ – წერს ის.
ამასთან, პეტრო ნიკოლას მადუროს ცოლის, სილია ფლორესის მედიაში გამოქვეყნებულ ფოტოებს ავრცელებს, რომელსაც, წყაროების ინფორმაციით, დალურჯებები აღენიშნება. ფლორესის ადვოკატმა განაცხადა, რომ გატაცების დროს მან „მნიშვნელოვანი დაზიანებები“ მიიღო.
Y como no se puede llamar secuestro el caso de Cilia Flores, el cargo es ser la esposa de Maduro, ¿esa barbarie que es? Desde cuándo en EEUU se colectiviza la responsabilidad en el crimen, eso fué la tesis jurírica de Hitler frente al pueblo judío y socialista y el soviético, y… https://t.co/cR8LRLibQp
— Gustavo Petro (@petrogustavo) January 7, 2026