შვედი დეპუტატი გუსტაფ გოთბერგი – ჩამოვედი თბილისში, რათა მხარი დავუჭირო ქართველ ხალხს, საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა, არცერთ ოლიგარქს არ შეუძლია ამ არსებითი ფაქტის შეცვლა
ჩამოვედი თბილისში, რათა მხარი დავუჭირო ქართველ ხალხს. საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა, არცერთ ოლიგარქს არ შეუძლია ამ არსებითი ფაქტის შეცვლა, – ამის შესახებ შვედი დეპუტატი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვის კომიტეტის წევრი გუსტაფ გოთბერგი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მიუღებელია პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა.
„ახლახან ჩამოვედი თბილისში, რათა მოვახდინო ქართველი ხალხისადმი ჩემი მხარდაჭერის დემონსტრირება. დემონსტრირება მხარდაჭერისა მათი ევროპული მისწრაფებებისადმი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებისადმი. ძალადობრივი ჩახშობა მიუღებელია. საქართველო არის ევროპა და ევროპა საქართველოა. არცერთ ოლიგარქს არ შეუძლია ამ არსებითი ფაქტის შეცვლა“, – წერს გოთბერგი სოციალურ ქსელში.
Just arrived in Tbilisi to show my support for the Georgian people, its European aspirations and the right to peaceful protests. The violent crackdown is unacceptable.
Georgia is Europe and Europe is Georgia. No oligarch can change this essential fact. 🇪🇺🇬🇪#GeorgiaProtests
— Gustaf Göthberg (@gustafgothberg) December 11, 2024