გურჯანიის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

14:11, 03.02.2018

გურჯაანის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს.

შოთა მოსულიშვილი ამ თანამდებობაზე 41 წლის თამაზ თამაზაშვილმა შეცვალა.

საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.

ცვლილებებია სხვა უწყებებშიც, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა გიორგი რუაძემ.

აღნიშნულ სამსახურს უხელმძღვანელებს გიორგი ჩარკვიანი, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას ორ კვირაზე მეტია შეუდგა.

მსგავსი