გურჯაანში, სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა

14:16, 05.02.2023

ქალაქ გურჯაანში, სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი