გურჯაანში, სოფელ ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
გურჯაანში, სოფელ ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„შესრულებული სამუშაოების შედეგად, არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ, ეკლესიის ტერიტორია გაიწმინდა მცენარეებისგან, გასუფთავდა სამშენებლო ნაგვისგან. გამაგრდა საძირკველი, ხელახლა მოეწყო კარნიზები შირიმის ქვით, გადაეწყო სუსტი და გამოქარული ნაწილები, აღდგა საპირე წყობა, კონქი და კამარა შერჩეული რიყის ქვით, სახურავზე დაიგო ღარიანი კრამიტი, მოეწყო იატაკი ქართული აგურით“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი