გურჯაანში სამარშრუტო ტაქსის მძღოლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა
გურჯაანში სამარშრუტო ტაქსის მძღოლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა

გურჯაანში სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ავტოსადგურში შეკრებილი მძღოლების ნაწილმა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობაზე რეგულაციის ამოქმედება გააპროტესტა და აკრძალვის დასრულებამდე კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესება მოითხოვა.

მძღოლებს გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი შეხვდა. მერი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ მათ მოთხოვნებს მაჟორიტარ დეპუტატს გააცნობს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა. მძღოლები ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.