გურჯაანში მიმდინარე აქციაზე კობა ხაბაზი პოლიციის სატვირთო მანქანის წინ წამოწვა [ვიდეო]

გურჯაანში, ველისციხესთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კობა ხაბაზი პოლიციის სატვირთო მანქანის წინ წამოწვა.

როგორც ხაბაზმა განაცხადა, ის სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ქმედებას აპროტესტებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი გზის გახსნას და თელავისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ალტერნატიული გზა ყვარლის გავლით რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც მომიტინგეებმა უარი განაცხადეს.

სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის ავტობუსს ქვები დაუშინა.