გურჯაანში ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანში ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მცხოვრებს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა 40 წლამდე ასაკის ქალმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკას რამდენიმე დღის წინ გაციების სიმპტომებითა და ტემპერატურის მატებით მიმართა.

კორონავირუსზე აღებულმა ნიმუშმა დადებითი პასუხი აჩვენა. ფაქტს ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.

„სოფელში ამ წუთებში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მიემართება, რომლებიც მუშაობას ადგილზე დაიწყებენ. ამ ეტაპზე კონტაქტების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ქალბატონი რესპირატორული სიმპტომებით მოხვდა საავადმყოფოში, რის გამოც პისიარტესტი ჩაუტარდა“, – განმარტავს ნელი ხიზანიშვილი.

ქალი ამ დრომდე გურჯაანს საავადმყოფოში მკურნალობს. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანამდე დამატებითი კვლევების ჩატარებას არ გამორიცხავენ.