გურჯაანში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
გურჯაანში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა დაიწყო.

პროცესზე ამ დროისთვის, კახეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი იკითხება. სასამართლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე და მოძრაობის სხვა წევრებიც ესწრებიან.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.