გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

გურჯაანში, ცენტრალურ ქუჩაზე მოძრავმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ რამდენიმე მანქანას, შემდეგ კი ნონეშვილის გამზირზე მდებარე ჯიხურს, ასევე, აფთიაქს შეეჯახა.

შედეგად მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის შედარებით მძიმეა ერთი გოგონას მდგომარეობა, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა.

ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ბრიგადები.