გურჯაანში ავარიის შედეგად მამაკაცი დაიღუპა
გურჯაანში ავარიის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

გურჯაანში, სოფელ ჩალაუბანში ავარიის დროს მამაკაცი დაიღუპა, ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

თვითმხილველების ცნობით, ავტომობილი მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა გზის სავალ ნაწილს კვეთდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.