გურჯაანში ახალგაზრდა მოკრივეთა შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო
გურჯაანში ახალგაზრდა მოკრივეთა შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო
ჩემპიონატში 2001-2002 წლებში დაბადებული 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. როგორც პირველ არხს საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა განუცხადა, აღნიშნულ ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის შალვა დონდუას თქმით, სპორტის ამ სახეობით დაინტერესება ახალგაზრდებს შორის გაზრდილია.

„თუ გასულ წლებში ახალგაზრდა მოკრივეთა რიცხვი 40-50 იყო, წელს 70-80-მდეა გაზრდილი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 12 წონით კატეგორიაში სწორედ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან შეირჩევა და ევროპის ჩემპიონატისთვის დავიწყებთ მზადებას“, – აცხადებს შალვა დონდუა.

გურჯაანში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ახალგაზრდა მოკრივეთა შორის 27 იანვარს დასრულდება.