გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში მკვლელობა მოხდა

11:21, 21.04.2025

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მკვლელობა მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლა, ხოლო მსუბუქად დაიჭრა იქვე მყოფი ერთი ახალგაზრდა მამაკაცი.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი, სავარაუდოდ, შურისძიებას და მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.

შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა. მიმდინარეობს გამიძიება.

მსგავსი