გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმეზე გამომძიებლები იკითხებიან
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმეზე გამომძიებლები იკითხებიან

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს ხუთი მოწმე ჰყავს წარმოდგენილი.

,,ჩვენ მიერ საქმეზე წარმოდგენილი 38 მოწმიდან 12 მოწმე დარჩა დასაკითხი. დღეს ის გამომძიებლები არიან გამოძახებულები, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ შეხება საგამოძიებო მოქმედებებთან”, – განაცხადა საქმის პროკურორმა, სანდრო გიორგაშვილმა.

სასამართლო სხდომას ესწრება თავად ბრალდებული დავით კირკიტაძე. ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების დაკითხვები დასრულდება, სასამართლო დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს.

დავით კირკიტაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.