გურჯაანში 25 წლის მამაკაცს მეხუთე დღეა ეძებენ
გურჯაანში 25 წლის მამაკაცს მეხუთე დღეა ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში პოლიცია მეხუთე დღეა ეძებს სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ 25 წლის მამაკაცს.

ანზორ სეფიაშვილი სახლიდან 19 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ბოლოს ახალგაზრდა გურჯაანში ნახეს და მას შემდეგ მისი კვალი გაუჩინარდა.

ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ის შესაძლოა, ერთ-ერთი კომპიუტერული თამაშის მსხვერპლი გამხდარიყო, რამდენადაც ანზორ სეფიაშვილი ბოლო დროს კომპიუტერულ თამაშებს ხშირად თამაშობდა და ახლობლებთან კონტაქტი ფაქტობრივად გაწყვიტა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დრომდე ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მისი ადგილსამყოფელის დადგენა ჯერ ვერ ხერხდება.

პირველი არხი ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოს ოჯახის წევრების ნებართვით ავრცელებს.