გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფრინველის დაცემის შემთხვევები დაფიქსირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფრინველის დაცემის შემთხვევები დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფრინველის დაცემის შემთხვევები დაფიქსირდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ ადგილზე და ვითარებას სწავლობენ.

ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია პათოლოგიური მასალა და გადაგზავნილია აკრედიტებულ ლაბორატორიაში“, – აცხადებენ უწყებაში.

სააგენტოს ვეტერინარების ჯგუფი გამომწვევი მიზეზების მოკვლევას განაგრძობს. ადგილზე გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოებიც.

დატოვე კომენტარი