გურჯაანის მაღალმთიან სოფლებში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდა
გურჯაანის მაღალმთიან სოფლებში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდა.

ინტენსიური თოვლის შედეგად, კაჭრეთის ზონის მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელ გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით გადაადგილებაა შესაძლებელი.

როგორც საქართველოს პირველ არხს ააიპ „მუნიციპალური სერვისის“ ხელმძღვანელმა, თამაზ აბრამიშვილმა განუცხადა, გზაზე ტექნიკური მარილის დაყრა დაწყებულია.

„ჩვენი სამსახური ადგილზე ვართ და ტექნიკური მარილის დაყრა დავიწყეთ. გზის სავალი ნაწილის გასაწმენდად ამ ეტაპზე ტექნიკის ჩართვა საჭირო არ არის, თუმცა არც ეგ იქნება პრობლემა. თუკი თოვლის საფარი მოიმატებს, მაშინ საჭირო ტექნიკაც გვაქვს“, – განაცხადა აბრამიშვილმა.

მისი თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორ საათში აღდგება.