გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქში 12:00 საათის მონაცემებით, 9455-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა
გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქში 12:00 საათის მონაცემებით, 9455-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა

გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქში 12:00 საათის მონაცემებით, ხმა 9455-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ამ ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 18,5%-ია.

ამ დროისთვის ოლქში ერთი საჩივარია შესული, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრი – ჩვენი თაობა 1981“-მა დაწერა. საჩივარი კომისიის წევრების მიერ დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას შეეხება.

გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქში სულ 51 საარჩევნო უბანია გახსნილი. საარჩევნო სიის მიხედვით კი ხმის მიცემა 52 350 ადამიანს შეუძლია.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.