გურჯაანიდან 33 წლის ქალი მომატებული ტემპერატურით თბილისში გადაიყვანეს
გურჯაანიდან 33 წლის ქალი მომატებული ტემპერატურით თბილისში გადაიყვანეს

გურჯაანიდან 33 წლის ქალი მომატებული ტემპერატურით თბილისში გადაიყვანეს. ოჯახის ექიმი ნანული ადამაძე ამბობს, რომ ქალი ერთ-ერთი ღვინის მაღაზიის გამყიდველია და მას 10 დღის წინ ჩეხ ტურისტებთან ჰქონდა კონტაქტი.

„ქალბატონი ამბობდა, რომ ყელის სიმშრალე აწუხებდა და ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სამსახურებრივად შეხება ჰქონდა ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებთან, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაცია გავიარეთ და მისი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა“, – განაცხადა ადამაძემ.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგი მარინა კაპანაძე აცხადებს, რომ ქალს რესპირაციული ინფექციის ნიშნები აღენიშნებოდა, თუმცა, პრევენციის მიზნით, მას ანალიზები ჩაუტარდება, რომლის პასუხებიც, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

დატოვე კომენტარი