გურიის სოფელ არჩეულში ფესტივალი „არტ-გენი“ პირველად ჩატარდა
გურიის სოფელ არჩეულში ფესტივალი „არტ-გენი“ პირველად ჩატარდა

გურიის სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში ფესტივალი „არტ-გენი“ დღეს პირველად ჩატარდა. გამოიფინა ხალხური რეწვის ნიმუშები.

ამასთან, სცენა საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლებს „შავფაროსნებს“ დაეთმოთ, შემდეგ კი მაყურებლის წინაშე რეგიონული ანსამბლები წარდგნენ. დასკვნითი კონცერტი ჯგუფმა „ფრანმა” გამართა.

„ლანჩხუთში არტ-გენი პირველად გაიმართა. დღეს, სოფელ არჩეულში გურული სიმღერის, ფოლკლორის ნამდვილი ზეიმია, რაც ძალიან მახარებს”, – განაცხდა გურიის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.