გურიის სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება სამუშაო ადგილზე უფასოდ უტარდებათ

22:11, 19.02.2021

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი სახოკიას ინიციატივით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა სავაჭრო ობიექტზე, სადაც მომუშავე პირთა რიცხვი ოცდაათი და მეტია, თანამშრომლებს სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტირება სამუშაო ადგილზე უფასოდ უტარდებათ.

გურიაში ტესტირება ათ ადგილზეა შესაძლებელი. რეგიონში სწრაფი ტესტი დღეში საშუალოდ 500-600 ადამიანს უტარდება.

მსგავსი