გურიის სამივე მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება
გურიის სამივე მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

გურიის რეგიონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოები იმ ადგილებში ტარდება, სადაც მოსახლეობის თავშეყრა ხდება. ეს არის ბანკომატები, ბანკების მისასვლელები, ტრანსპორტი და სხვა.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ინტენსიურად გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი