გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს
გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს

გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე საათია ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარმა ზოგგან 30 სანტიმეტრს მიაღწია.

როგორც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობაში ამბობენ, ჯერჯერობით თოვლს პრობლემები არ შეუქმნია, გზები კი ინტენსიურად იწმინდება.

„დაბაში გზები სრულადაა გაწმენდილი. გზები გაწმენდილია მაღალმთიან ზოტში, ასევე სოფელ ჩხაკაურაში და ამ დრომდე პრობლემით არავინ დაგვკავშირებია.

ერკეთის თემში გათიშული იყო ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა ამ დროისათვის იგი უკვე აღდგენილია“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.