გურიის სამ სოფელში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეების თერმოსკრინინგი გრძელდება
გურიის სამ სოფელში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეების თერმოსკრინინგი გრძელდება

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევიდან 18 გურიაში დადასტურდა.

რაც შეეხება საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, გურიის სამ სოფელში იგი კვლავაც მოქმედებს. შრომაში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი, ტესტირებაც.

ამასთან, აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

„გურიაში, რამდენიმე ლოკაციაზე ვაგრძელებთ მოსახლეობის ტესტირებას. ნებისმიერ მოქალაქეს, სიმპტომის არარსებობის შემთხვევაშიც კი შეუძლია ტესტის გაკეთება“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.