გურიის სამ სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები  კვლავ მოქმედებს
გურიის სამ სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები კვლავ მოქმედებს

გურიის სამ სოფელში კვლავ პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოქმედებს. შრომაში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი ტესტირებაც.

აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

რაც შეეხება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესს, გურიის რამდენიმე სოფელში კვლავ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

„მოსახლეობის თერმოსკრინინგი და მასიური ტესტირება კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სოფელ შრომაში მოსახლეობა გაგებით ეკიდება ამ პროცესს. ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა საყურადღებოა. ეპიდკვლევა კვლავ გრძელდება“, – განაცხადა ოზურგეთის მერის წარმომადგენლემა სოფელ შრომაში, კოტე ხომერიკმა.

დატოვე კომენტარი