გურიის რეგიონში „კოვიდ-19“-ის 126 შემთხვევა გამოვლინდა
გურიის რეგიონში „კოვიდ-19“-ის 126 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან 126 გურიაში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.