გურიის რეგიონში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13:04, 02.12.2020

გურიის რეგიონში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილება ავრცელებს.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.

მსგავსი