გურიის რეგიონში 140 ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები გაიგზავნა
გურიის რეგიონში, დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 140 ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები გაიგზავნა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაგზავნილი პროდუქტი გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა.