გურიის რამდენიმე სოფელში კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, კონტროლი მკაცრდება
გურიის რამდენიმე სოფელში კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, კონტროლი მკაცრდება

გურიის რამდენიმე სოფელში კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, კონტროლი მკაცრდება. სოფლების შესასვლელებში, მოსახლეობის თერმოსკრინინგი ჩატარდება.

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დღეს „კოვიდ-19“-თან ბრძოლის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად რეგიონში არსებული ეპიდვითარება განიხილა.

„განსაკუთრებით გახშირებულია კოვიდდადებითი პაციენტების რაოდენობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის, ჩოჩხათისა და ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ხვალიდან, ზემოაღნიშნული სოფლების შესასვლელებში, მოსახლეობას ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. ასევე, ამავე სოფლებში გაგრძელდება მოსახლეობის მასიური ტესტირება“, – ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.