გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ჯუმათში თოვლში მოყოლილი ოჯახი, რომელთა შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანია, სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნული ოჯახი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოიყვანეს.
„მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ოჯახი გამოყვანილია. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს“, – აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.