გურიის მაღალმთიანეთში მოთოვა
გურიის მაღალმთიანეთში მოთოვა

გურიის მაღალმთიანეთში თოვლი მოვიდა. თოვა გამთენიისას დაიწყო.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩხაკაურაში, ქვაბღასა და ზოტში ამ წუთებშიც თოვს.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, თოვლს მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.