გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა
გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი განმეორებითი ტესტირების შედეგად გამოუვლინდა.

„ტესტირების პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე, გუბერნატორი ბინაზე იმყოფება და ელოდება ეპიდემიოლოგების მითითებებს. შესაბამისად, პროტოკოლით დადგენილი წესის მიხედვით იმოქმედებს.

მოადგილეების კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციული შენობის სამივე სართულზე, სადაც განთავსებულია გუბერნია, მერია და საკრებულო, სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით ჩატარდა“, – განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსმა ნინო ლომჯარიამ.