გურიაში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 95 პირი იმყოფება
გურიაში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 95 პირი იმყოფება

გურიაში თვითიზოლაციაში 95 პირი იმყოფება. აქედან 46 პირი ლანჩხუთში, 13 – ჩოხატაურში, 45 კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ირიცხება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ექვს პირს თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა დღეს ამოეწურა.

„ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საკარანტინო სივრცეში გურიიდან დღეს არავინ გაგვიგზავნია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.