გურიაში თვითიზოლაციაში 97 ადამიანი იმყოფება

21:10, 25.03.2020

გურიაში თვითიზოლაციაში სულ 97 ადამიანი იმყოფება, აქედან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 14, ოზურგეთში 31, ლანჩხუთში კი 52 პირი პირია თვითიზოლაციაში.

ამასთან, კარანტინში ამ დროისთვის გურიის რეგიონიდან 24 ადამიანი იმყოფება, შვიდმა პირმა კი დატოვა საკარანტინო სივრცე.

„თვითიზოლაციაში მყოფი პირები რეგულარულად მოწმდებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. უახლოეს დღეებში ველოდებით სწრაფ ტესტებს, რაც მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის“, – განაცხადა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.

მსგავსი