გურიაში თვითიზოლაციაში 64 პირი იმყოფება
გურიაში თვითიზოლაციაში 64 პირი იმყოფება

გურიაში თვითიზოლაციაში 64 პირი იმყოფება. ოზურგეთში 29, ლანჩხუთში ასევე 29, ჩოხატაურში კი ექვსი მოქალაქე გადის თვითიზოლაციის რეჟიმს. საკარანტინო სივრცეში გურიიდან 16 პირია გაგზავნილი.

„საბედნიეროდ, დღეს ახალი შემთხვევა არ გვაქვს. გურიაში თვითიზოლაციის რეჟიმი დაასრულა 12 პირმა. ისინი კარგად გრძნობენ თავს. ჩვენს მიერ მუდმივად კონტროლდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.