სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, გურიაში სწავლის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით აღდგა
სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, გურიაში სწავლის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით აღდგა

დღეიდან გურიის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. მანამდე, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. სკოლები აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებით და თერმოსკრინინგის აპარატებით.

,,გურიაში სწავლის პროცესი აღდგა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით. აქვე გეტყვით, რომ პანდემიის მიუხედავად, რეგიონში არ შეჩერებულა არც ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა“, – აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში.

დატოვე კომენტარი