გურიაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პროდუქტები ურიგდებათ
გურიაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პროდუქტები ურიგდებათ

გურიაში სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება მიმდინარეობს.

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ და ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ, დღეს სასურსათო დახმარება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაარიგეს.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და ფონდი „ერთიანობის“ დახმარებით, პროდუქტები დავურიგეთ ჩოხატაურის სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს. რეგიონში მუნიციპალური ბიუჯეტით, ბიზნესსექტორისა და კერძო კომპანიების მონაწილეობით, დახმარება 3 000-მდე ოჯახს გაეწია. მადლობას ვუხდი ყველას მოსახლეობის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, პროდუქტები რამდენიმე ათეულ ოჯახს გადაეცა. ასევე მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების 630 აღსაზრდელისთვის დარიგდა სურსათი. გარდა ამისა, 1000-ზე მეტმა ოჯახმა სოციალური დახმარება მიიღო.