გურიაში ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
გურიაში ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, გურიაში, რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს.

„2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსულ აგრესიას ბევრი ქართველი შეეწირა, მათ შორის გურიიდან. ჩვენ პატივი მივაგეთ იმ გმირების ხსოვნას, რომლებიც ბოლომდე იცავდნენ საკუთარი ქვეყნის ღირსებას. სწორედ ასეთი გმირების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა. ქედს ვიხრი მათი სულისა და ოჯახების წინაშე“,- აცხადებს გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე.

გურიის რეგიონიდან 2008 წლის აგვისტოს ომში 9 ადამიანი დაიღუპა.