გურიაში მოსახლეობის თერმოსკრინინგის შედეგად კორონავირუსის საეჭვო სიმპტომები არ გამოვლენილა

00:29, 16.04.2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გურიაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რეგიონის სამივე შემოსასვლელთან დროებითი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სამართალდამცავები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებდნენ.

„შემოწმება სხვადასხვა ქალაქიდან შემოსულმა 3 500-მდე მოქალაქემ გაიარა. თერმოსკრინინგის ფარგლებში, შეფასდა მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საეჭვო სიმპტომები არ გამოვლენილა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა რეგიონში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი