გურიაში მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

20:06, 25.04.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს – 2003 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი