გურიაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს
გურიაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს

გურიაში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს და ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს.

წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ვეტერანებს სხვა საჩუქრებთან ერთად 500-500 ლარი გადასცა. ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ 3000-300 ლარი. გურიაში სულ 12 ვეტერანი ცხოვრობს.

„9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. სამწუხაროა, რომ ვეტერანების რაოდენობა წლიდან წლამდე კლებულობს. ჩვენი ვალია, ამ ადამიანებს ყურადღება არ მოვაკლოთ, გავუფრთხილდეთ და მათ სათანადო პატივიც მივაგოთ. მინდა, ჩვენს გმირ, საამაყო ვეტერანებს მოვეფერო და დღევანდელი დღე მივულოცო. გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლეს. თქვენ ხართ ის გმირები, რომელთა დამსახურება დიდია ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა გურიაშისახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

დატოვე კომენტარი