გურიაში მარტოხელა ხანდაზმულების დასახმარებლად აქცია გაიმართა
გურიაში მარტოხელა ხანდაზმულების დასახმარებლად აქცია გაიმართა

გურიაში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოზურგეთის წითელი ჯვრის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მარტოხელა ხანდაზმულების დასახმარებლად აქცია გაიმართა, რომელშიც გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან, აკაკი შენგელიასთან ერთად ჩაერთო.

მათ, წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საკვები პროდუქტები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს მიუტანეს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, „წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს“, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის დროს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენენ. მოვუწოდებ ჩვენი რეგიონის მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ როგორც თავიანთ, ასევე სხვის ჯანმრთელობას და დარჩნენ სახლში. ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.