გურიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 160 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
გურიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 160 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

გურიაში, კორონავირუსით ინფიცირებულების კონტაქტების, 160 პირის „პისიარ” კვლევის შედეგი ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

„ქუთაისის ლაბორატორიიდან მივიღეთ კვლევების შედეგები. არც ერთ მათგანს „კოვიდ 19″ არ დაუდასტურდა. ამჟამად, ველოდებით კიდევ ასზე მეტი პირის კვლების შედეგებს. ვიმედოვნებთ, რომ ყველა პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.