გურიაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გურიაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან სამი გურიაში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს მოქალაქეთა გატესტვა, ასევე ხორციელდება რისკ ჯგუფების გეგმიური ტესტირება.

„ოზურგეთში კორონავირუსის შემთხვევათა დინიმიკა ყოველდღიურად იცვლება, თუმცა თვალშისაცემია შემთხვევათა კლება. ვაგრძელებთ მოსახლეობის გატესტვას. ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.