გურიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გურიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გურიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა ოზურგეთს უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ინფიცირების ყველა წყარო ცნობილია.

„ოთხი ახალი შემთხვევა გვაქვს. სულ კი გურიაში 39 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 24 ოზურგეთს, შვიდი ჩოხატაურს, რვა კი ლანჩხუთს უკავშირდება. ჩვენი ეპიდემიოლოგები აგრძელებენ ეპიდკვლევებს და კონტაქტების დადგენას. ჩვენს რეგიონში მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, რადგან ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 3 119 შემთხვევაა დადასტურებული.