გურიაში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

18:00, 04.10.2020

გურიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ქუთიძე.

„ხუთი შემთხვევა დაბა ლაითურშია დაფიქსირებული, ხოლო ერთი, სოფელ მერიაში. ლაითურელი ოთხი პირი ერთი ოჯახიდანაა. ერთი, ანუ მეექვსე ინფიცირებული კი სოფელ მერიას მკვიდრია. ამჟამად, მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა“, – განაცხადა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუთიძემ.

ბოლო ინფორმაციით, გურიის რეგიონში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა.

მსგავსი