გურიაში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გურიაში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 72 გურიაში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულებთან დაკავშირებით ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

„ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს. ამდენად, რთული სათქმელია, ინფიცირებულთა ზუსტი რიცხვი. მიმდინარეობს ეპიდკვლევა და საეჭვო პაციენტების კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.