გურიაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გურიაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან გურიაში 24 გამოვლინდა.

გურიის სამ სოფელში კვლავ პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოქმედებს. შრომაში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი ტესტირებაც.

აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

რაც შეეხება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესს, გურიის რამდენიმე სოფელში კვლავ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს.