გურიაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გურიაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან 24 გურიაში გამოვლინდა. გურიის სამ სოფელში კვლავაც პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოქმედებს. შრომაში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი ტესტირებაც.

აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. რაც შეეხება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესს, გურიაში რამდენიმე ადგილას იგი კვლავ დისტანციურ რეჟიმში, რამდენიმე ლოკაციაზე კი ჰიბრიდულ რეჟიმში გრძელდება.

კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა სასკოლო-სააღმზრდელო და სკოლამდელი აღზრდის პერსონალში, ასევე მოსწავლეებში. ამის გამო, ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის მიერ განხორციელდა შემზღუდველი ღონისძიებები, წერტილოვანი შეზღუდვები დამყარდა გარკვეული სკოლების ნაწილში (ეს გახლავთ ჰიბრიდული სწავლების რეჟიმი), რომელზეც გადაყვანილი იქნა სამი სკოლა, სრულად დისტანცირებულ რეჟიმზე გადაყვანილია სოფლების ოთხი სკოლა. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სრულად დისტანცირზეა ქალაქ ოზურგეთის ორი ბაღი და სოფლების ოთხი საბავშვო ბაღი. აღნიშნული ღონისძიებები გრძელდება, რათა თავიდან ავიცილოთ ინფიცირების შემთხვევები“, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა, ელზა სიმონიშვილმა.