გურიაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გურიაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან 21 გურიაში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, მოსახლეობის ტესტირება რამდენიმე ლოკაციაზე გრძელდება.

„გაგრძელდება საეჭვო პაციენტების კვლევები. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება. შესაძლოა, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან საეჭვო პაციენტების კვლევები გრძელდება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.